უამინდობისა და დიდი თოვლის გამო, საქართველოს რკინიგზა დამატებით რამდენიმე რეისს აუქმებს.
მათი ინფორმაციით, უქმდება შემდეგი რეისები:
26 თებერვალი - № 802 თბილისი - ბათუმი;
26 თებერვალი - №803 ბათუმი - თბილისი;
26 თებერვალი - №870 თბილისი-ზუგდიდი;
26 თებერვალი - №873 ფოთი-თბილისი.
რკინიგზის განცხადებით, მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ, რეისები კი შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე აღდგება.