"დილიდან ვანის სოფლები დახმარებას ითხოვს... მერიას დილიდან ვწერთ, შედეგი ნულია" | ადგილობრივი

გამოქვეყნდა:

ადგილობრივის ინფორმაციით, ვანის სოფლებში მოსახლეობას დახმარება სჭირდება, მერიას მიმართეს, თუმცა შედეგი ნულია.

მისი თქმით, გზები გაწმენდილი არ არის, არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.

"დილიდან ვანის სოფლები დახმარებას ითხოვს, არც ერთ სოფელს არ აქვს ელექტროენერგია, არც ერთი სოფლის გზა არაა გაწმენდილი, არაა შუქი. არის გაუსაძლისი მდგომარეობა, სოფლებში ჩვილი ბავშვები და ძალიან მოხუცები არიან... გარესამყაროს მოწყდა ყუმური, მაისოური, ტობანიეტის სოფლები. დილის მერე არც ერთი სოფლიდან კონტაქტი არაა. იქნებ დაეხმაროთ ხალხს, ვანის მერიას დილიდან ვწერთ, შედეგი ნულია", - წერს "მთავარი არხის" ციფრულ დეპარტამენტს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი