რიკოთის უღელტეხილზე ჩამოწოლილ ზვავთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს:
"რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე ჩამოწოლილი ზვავის გამო მოძრაობა დროებით შეფერხებულია.
რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე ჩამოწვა ზვავი, რის შედეგადაც დაზიანდა 4 ავტომანქანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჩამოწოლილი ზვავის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მიმდინარეობს შეფერხებით.
ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გზის წმენდის სამუშაოები. გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება", - ნათქვამია განცხადებაში.