მზია ამაღლობელს "ვივა მედიდან" დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ | საია

გამოქვეყნდა:

"საიას" ინფორმაციით, მზია ამაღლობელს დღეს გადაიყვანენ კლინიკა "ვივა მედიდან" პენიტენციურ დაწესებულებაში. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს,  ციხეში დაბრუნება მისი სურვილი იყო როგორც შიმშილობის პერიოდში, ისე ახლაც. 
 
ამაღლობელს ასევე სურს, ადვოკატებთან ერთად პირადად მიიღოს მონაწილეობა 4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესში.

„მზია ამაღლობელს ჩვენთან უტარდებოდა კვების აღდგენითი კურსი. არსებული გაიდლაინის შესაბამისად. მიმდინარეობდა ამ პროტოკოლის შესაბამისად კვების პროცესი, პარალელურ რეჟიმში რა თქმა უნდა, უტარდებოდა ლაბორატორიული კვლევები და მიღებული ანალიზის შედეგების შესაბამისად ხდებოდა კვების რაციონის შერჩევა. პროცესი მიმდინარეობდა შეიძლება ითქვამს დამაკმაყოფილებლად, განსაკუთრებული გართულებების გარეშე.

დღეს პაციენტი აცხადებს და ითხოვს გაწერას კატეგორიულად. ბოლო ლაბორატორიული კვლევის მონაცემების შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ პარამეტრები გამოსწორებულია, კვლევის შედეგები დამაკმაყოფილებელია და მისი დაჟინებული მოთხოვნით, სავარაუდოდ დღეს დატოვებს კლინიკას. ამ ეტაპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს [კლინიკიდან გადაყვანა]" ამბობს "ფორმულასთან" ვივა მედის კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე.

შეგახსენებთ, მზია ამაღლობელმა შიმშილობა 38 დღის შემდეგ, 18 თებერვალს შეწყვიტა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი