იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა, გადაუღებლად თოვს. თოვლმა პრობლემები შექმნა მთელ რეგიონში. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ამ დროისთვის, გარე სამყაროს მოწყვეტილია 149 სოფელი, 30 000 კი აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილია 237 სოფელი.
მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სკოლასა და ბაღში სწავლის პროცესი შეჩერდა.