დიდთოვლობის გამო, საქართველოს რკინიგზა 27 თებერვალს დამატებით რეისებს აუქმებს:
საქართველოს რკინიგზა დამატებით გაცნობებთ, რომ არსებული უამინდობის და დიდთოვლობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:
27 თებერვალი:
- #802/801 თბილისი-ბათუმი;
- #804/803 თბილისი-ბათუმი;
- #870/869 თბილისი-ზუგდიდი;
- #874-873 თბილისი -ფოთი;
- #618/617 თბილისი-ბორჯომი;
- #686/685 თბილისი-ბორჯომი;
მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.
საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე.საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო, - ნათქვამია განცხადებაში.