აჭარის განათლების სამინისტროს ცნობით, აჭარაში სასწავლო პროცესი 4 მარტს განახლდება.
"აჭარის რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდება 4 მარტს", - წერია განცხადებაში.
აჭარაში სასწავლო პროცესი უამინდობის გამო იყო შეწყვეტილი. აჭარის გარდა, ამ დროისთვის, სასწავლო პროცესი კიდევ რამდენიმე რეგიონშია შეჩერებული.