ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, აეროპორტიდან "შატლ ბასების" მოძრაობა ქუთაისის ცენტრამდე და პირიქით, დროებით ჩერდება.
როგორც აეროპორტის განცხადებაშია აღნიშნული, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ათენიდან პირდაპირი რეისი უკვე შესრულდა.
"ინტენსიური თოვის, ყინვისა და გზებზე გართულებული მოძრაობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან შატლ ბასების მოძრაობა ქუთაისის ცენტრამდე და პირიქით, დროებით ჩერდება. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ამ წუთებში ათენიდან პირდაპირი რეისი შესრულდა. ინფორმაციას აეროპორტის ოპერირებასთან დაკავშირებით პერიოდულად განვაახლებთ", - ნათქვამია განცხადებაში.