"დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების პროცესი დაწყებულია" | "ენერგო-პრო ჯორჯია"

გამოქვეყნდა:

კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების პროცესი დაწყებულია.

"დასავლეთ საქართველოში "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. სტიქიის პიკზე, გურიის მაშტაბით ენერგომომარაგება შეზღუდული ჰქონდა აბონენტების 28-30 %-ს, ამ დროისთვის კი ელექტროენერგიის გარეშეა აბონენტების 18-20 %.

მუშაობისთვის ყველა საჭირო მასალა შეტანილია სტიქიის ზონაში. ადგილობრივ ელექტრიკოსებთან ერთად, მუშაობას განაგრძობენ აღმოსავლეთ საქართველოდან ჩასული დამატებითი ბრიგადებიც. 

აღდგენითი სამუშაოები ასევე მიმდინარეობს იმერეთში, სადაც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ვანის, ხარაგაულის, ბაღდათისა და ზესტაფონის სოფლების ნაწილს. ქალაქ ხონს სრულად მიეწოდება ძაბვა.

ძაბვა მიეწოდება ასევე სამეგრელოს აბონენტების უმრავლესობას. ამ დროისთვის ელექტროენერგით შეზღუდვით მარაგდება მხოლოდ ზუგდიდისა და აბაშის სოფლების მცირე ნაწილი. საგანგებო ვითარებაში მუშაობა აქაც გრძელდება

აჭარის აბონენტების უმრავლესობაც სტაბილურად მარაგდება ელექტროენერგიით. ქობულეთისა და ზემო აჭარის მცირე ნაწილია მხოლოდ დენის გარეშე. ხულოს მუნიციპალიტეტს სრულად მიეწოდება ელექტროენერგია". - წერია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, ზოგიერთ სოფელში სპეცტექნიკით ახალი ელექტროგადამცემი ბოძების შეტანაა საჭირო, რის გამოც, სამუშაოებს უფრო მეტი დრო დასჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი