ზუგდიდში, როსტომ ზარანდიას პროცესი მიმდინარეობს | ოლიგარქის სასამართლომ აქტივისტი დარბაზიდან გააძევა და დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, მოქალაქე როსტომ ზარანდია საკუთარი პროცესიდან გააძევეს და "სასამართლოს უპატივცემულობისთვის" დამატებით 300 ლარით დააჯარიმეს. პროცესი შეძახილების გამო დამსწრე მოქალაქეებსაც დაატოვებინეს.

როსტომ ზარანდიას ოლიგარქის სასამართლო რეჟიმის პროკურატურის შენობის ფასადზე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სტენსილის გაკეთების გამო [150-ე მუხლის მესამე ნაწილით] ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება, რაც ქალაქის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს და 2 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. 

პროცესზე დამსწრეები სკანდირებდნენ: "ცეცხლი ოლიგარქიას!", "უსამართლო სასამართლო", "ყველგან პოლიცია არსად სამართალი", რის გამოც მოსამართლე, ფატი ფურცხვანიძემ მათ სასამართლოს შენობა დაატოვებინა. 

მოქალაქეები ოლიგარქის სასამართლოს შესასვლელთან საპროტესტო აქციას მართავენ. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი