ბათუმში, "ოცნების ქალაქში" ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ჭერი ჩამოინგრა. ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. ადგილზე პოლიცია მივიდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. უსაფრთხოების მიზნით, ადგილობრივებს შენობის დატოვება მოსთხოვეს. ტერიტორია ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული და მცხოვრებლებს შიგნით აღარ უშვებენ.
ადგილზე იმყოფება აჭარის თვითგამოცხადებული მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე:
"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. არაფერი სერიოზული, უკვე ჩაუტარდა კვლევები. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, ჩვენ მოვედით მათთან დასალაპარაკებლად არაერთხელ. კორპუსი იო ავარიული და ქირით შეთავაზების პირობა გვქონდა, თუმცა გარკვეული პერიოდი უარს აცხადებდნენ დღეს უკვე უმეტესი ნაწილი დაგვთანხმდა. შესაბამისად, მერია გაუწევს მხარდაჭერას. " ამბობს ნიჟარაძე.
მისივე თქმით, სულ საცხოვრებელში 28 ოჯახია და მათ ვინც თანახმაა გასვლაზე, თავად უნდა მოიძიონ ადგილი, სადაც ქირით გაიყვანენ.
[ფოტო: "აჭარა თაიმისი" ლაივი]