მზია ამაღლობელი კლინიკიდან ციხეში დააბრუნეს

გამოქვეყნდა:

„ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი, მისი სურვილით, კლინიკა „ვივამედიდან“ ციხეში დააბრუნეს - ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს. 

თავდაპირველი ინფორმაციით, მზია ამაღლობელი ციხეში 26 თებერვალს უნდა გადაეყვანათ. "ვივა მედიდან" ის გუშინ გაწერეს, თუმცა დღეს გაირკვა, რომ პენიტენციურს რეჟიმის ტყვე ჟურნალისტი ისევ არ ჰყავდა დაბრუნებული რუსთავის ქალთა დაწესებულებაში, რის გამოც ამაღლობელი პროტესტის ნიშნად უარს აცხადებდა საკვების მიღებაზე.

ის ციხეში დღეს საღამოს გადაიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი