"ჯარისკაცებო დაგვეხმარეთ, გადაგვარჩინეთ. მოდი, ისტორიამ ჩვენს სამართლიან ბრძოლაზე ილაპარაკოს და არა სიმხდალესა და მონობაზე" | რეზო კიკნაძე ჯარს

გამოქვეყნდა:

"სასამართლოზე არ დამაცდიან სიტყვის თქმას და ასე ვიტყვი.

ჯარისკაცებო, უდიდეს პატივს გცეთ თქვენ, ხართ ჩვენი სიამაყეები, ჩვენი იმედი. თქვენ უნდა გადაარჩინოთ ქვეყანა, როცა მტერი მოგვადგება. თქვენ უნდა უშველოთ საქართველოს, როცა უჭირს. ახლა კი ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ არის, როგორც შეგვიძლია ისე ვიბრძვით გადასარჩენად. თქვენ უნდა დაგვიდგეთ გვერდით, უნდა გვიშველოთ. ჩვენ აკრძალული გვაქვს კანონით, თორემ განა გვეშინია, ან უკან ვიხევთ, ჩვენ მშვიდობიანი პროტესტანტები ვართ, თუმცა, მზად ვართ, თავი შევაკლათ და  რუსების ხელში არ ჩავაგდოთ საქართველო. ნუ დააჩაგვრინებთ ამდენ პატრიოტ ხალხს და გოგო-ბიჭებს საცემრად აღჭურვილ კაციჭამია სპეცრაზმელებს. ჯარისკაცებო, გთხოვთ, დაგვახსნევინოთ ქვეყანა მტრის მარწუხებისგან. ნუ მისცემთ ერთ პარტიას უფლებას, თავის ჭკუაზე მართოს ქვეყანა. თქვენც ხედავთ, რომ მათ ნაბიჯებს მხოლოდ ჩვენი ყველაზე დიდი მტერი, რუსეთი და მათი პარტნიორები აქებენ და სხვა არავინ. გვცემენ, ჩვენზე ძალადობენ, სახლებში გვივარდებიან, ქუჩებში გვისაფრდებიან და კიდევ აქეთ გვიჭერენ უკანონობის მსახურნი.

მაჩვენეთ აბა, ერთი ნაცემი სპეცრაზმელი. ჩვენ უამრავ ახალგაზრდას გაჩვენებთ, მათგან ნაცემს. ჯარისკაცებო, გვიყვარხართ, ჩვენი სინათლეები ხართ და გთხოვთ, გაგვინათეთ ეს წყვდიადი, გვინდა თქვენთან ერთად ვიბრძოლოთ, საქართველოს გასამთლიანებლად. რა აზრი აქვს მონობაში ცხოვრებას, ისეთ ცხოვრებას, სადაც ცდილობ მტერი არ გააღიზიანო, წართმეული ტერიტორიები და მოკლული გმირების სისხლი აპატიო.

მაინც ყველანი მოვკვდებით და არ სჯობს თავისუფლების დაცვისთვის მოკვდეთ? ახლა ასეთ განცხადებებზე თავისუფლების აღკვეთა ყოფილა, თურმე, ცდილობენ ყველანაირი აზრი ჩაკლან, დემოკრატიის მისხალიც კი. ჩუმად და მშვიდად რა გამაჩერებს, როცა ერი ასეთ დღეშია, პირადი კეთილდღეობა ყველამ უნდა დავივიწყოთ და სამშობლოსთვის გადავდოთ თავი. თუ გინდა მთელი რუსეთი დაგვესხას თავს, მე ბედნიერი ვიქნები, თუ მტერთან ბრძოლას ჩემს თანამემამულეების დაცვას შევეწირები. დარწმუნებული ვარ, თქვენც ასე ფიქრობთ.

ჯარისკაცებო დაგვეხმარეთ, ჯარისკაცებო გადაგვარჩინეთ. მოდი, ისტორიამ ჩვენს სამართლიან ბრძოლაზე ილაპარაკოს და არა სიმხდალესა და მონობაზე. ჯარისკაცებო, ერთად ვიბრძოლოთ საქართველოსთვის. ჯარისკაცობა ნიშნავს ბრძოლის ველზე ყოფნას, და თქვენ სად ხართ? მიყვარხართ ყველა, ვისაც საქართველო გიყვართ, არამარტო სიტყვით, არამედ საქმით. რუსთაველის მცველობა, მიხარია, რომ თქვენი თანამებრძოლი მქვია. ცეცხლი ოლიგარქიას, შევხვდებით 5 მარტს“ [ტვ პირველი]

რეჟიმის ტყვე, რეზო კიკნაძე ციხიდან ქართულ ჯარს მიმართავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი