"მთავრობის ადმინისტრაციამ, გამოგონილი "რეორგანიზაციის" სახელით, დაასრულა ჩემთან 10 წლიანი ურთიერთობა; სამსახურიდან მიშვებს ორსულს" | საჯარო მოხელე

გამოქვეყნდა:

"მთავრობის ადმინისტრაციამ, გამოგონილი "რეორგანიზაციის" სახელით, დაასრულა ჩემთან 10 წლიანი ურთიერთობა" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საჯარო მოხელე, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინგლისურენოვანი განყოფილების თანამშრომელი გვანცა გაბეხაძე წერს

"დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, გამოგონილი "რეორგანიზაციის" სახელით, რომელიც რეპრესიულ მექანიზმად აქციეს საჯარო სექტორში, დაასრულა ჩემთან 10 წლიანი ურთიერთობა, ასევე ჩემს უკარგეს თანამშრომლებთან და უშუალო ხელმძღვანელთან სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინგლისურენოვან განყოფილებაში (Agenda.ge).

ეს, ჩემთვის პირადად, არ ყოფილა მოულოდნელი, იმიტომ რომ დიდი ხანია ჩანს როგორი კადრებიც ჭირდებათ და აგროვებენ საჯარო სექტორში, რომელთა კვალიფიკაციაზეც, წესით, დგას ნებისმიერი განვითარებული სახელმწიფო. ამათთვის დიდი ხანია პრიორიტეტული აღარ არის, პირიქით საფრთხეა, პროფესიონალი და მორალურად გამართული საჯარო მოხელე, რომელმაც კარგად იცის, რომ პარტიას არ უნდა ემსახუროს და არ უნდა დახუჭოს თვალი იმაზე, რაც არ არის დასახუჭი.

ამ უმსგავსობას რომ თავი დავანებოთ, მთავრობა, რომელიც ხალხს თვალში ნაცარს აყრის "პატრიოტიზმით და რელიგიურობით", რომელიც, სინამდვილეში, მათი ქმედებებიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ბოლო ადგილზეც კი არ უდგათ, სამსახურიდან მიშვებს ორსულს, რომელიც ამ "აყვავებულ ეკონომიკაში", სადაც არც მშობელი წარმოადგენს რამეს და არც ბავშვი, ვბედავ და მეოთხე შვილს ვაჩენ.

ვინც დღეს თბილად სხედხართ, თუნდაც კერძო სექტორში, ან თქვენი ბიზნესი გაქვთ და გგონიათ რომ ეს არ შეგეხებათ, ძალიან ცდებით. ზუსტად ისე შეგეხებათ, როგორც "აყვავებული ეკონომიკა" გეხებათ და კიდევ ბევრი რამე… რეჟიმი ისე ექცევა ყველას, მათ შორის თავგადაკლულ მომხრეებს, როგორც აწყობს. რეჟიმი იყო წინა ხელისუფლება, ეს ხელისუფლებაც არის რეჟიმი და სანამ დიქტატურა საბოლოო სახეს მიიღეს, მანამდე ამოიღეთ ხმა," - წერს გათავისუფლებული საჯარო მოხელე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი