
სალომე ზურაბიშვილი მედიამენეჯერებსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. მეხუთე პრეზიდენტთან იმყოფებოდნენ როგორც კრიტიკული სატელევიზიო არხების წარმომადგენლები, ისე ონლაინ გამოცემების ხელმძღვანელები. საუბრის მთავარი თემა მედიაში შექმნილი მძიმე ვითარება და ის რეპრესიული კანონმდებლობაა, რომლის მიღებასაც ივანიშვილის რეჟიმი აპირებს.
შეხვედრის შემდეგ ცნობილ გახდა, რომ კრიტიკული მედია შექმნის ერთობლივ დოკუმენტს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი დასავლელ პარტნიორებს გადასცემს. დოკუმენტში გაიწერება კონკრეტული პუნქტები, რა მდგომარეობაშია კრიტიკული მედია ქვეყანაში და რა საფრთხეს უქმნის ცენზურის ახალი კანონები, რომლის მიღებას რეჟიმის არალეგიტიმური პარლამენტი გეგმავს და რითიც მედიას უცხოური დაფინანსების მიღება აეკრძალება. მედიამენეჯერებსა და სალომე ზურაბიშვილს შორის ამ საკითხზე შეხვედრა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაშიც გაიმართება.