2024 წელს საქართველოში 5866 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევებს შორის 185 სიმთვრალის მიზეზით იყო გამოწვეული.
წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევას 444 ადამიანი ემსხვერპლა. 7587 ადამიანმა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.
2020-2024 წლებში ავარიების მაჩვენებელი ასეთია:
2020 წელს 4999 ავარია, 2021 წელს 5863, 2022 წელს 5469, 2023 წელს 5594, 2024 წელს 5866 ავარია.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ავარიებს 2215 ადამიანი ემსხვერპლა.
2020 წელს 450 ადამიანი გარდაიცვალა, 2021 წელს 449, 2022 წელს 430, 2023 წელს 442, 2024 წელს 444 ადამიანი.