ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდარში, საკრაულას ხეობაში, 3 ადამიანს ეძებენ.არსებული ინფორმაციით, მათ საკრაულას ხეობაში ნახირი ჰყავდათ გაყვანილი.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის კოორდინატები სამაშველო ოპერაციის საფუძველზე უკვე დადგინდა. ამჟამად მიმდინარეობს მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფელის დადგენა.
იმერეთის მხარის ადმინისტრაციის ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის ძალები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჩაერთო და ტერიტორიების მონიტორინგი დრონებით განხორციელდა.
"მათი ადგილსამყოფელი ერთმანეთისგან დაახლოებით 3 კილომეტრითაა დაშორებული. თოვლის საფარი 3 მეტრზე მეტია. უკვე დადგენილია ორი პირის საცხოვრებელი სახლი, სადაც თოვლზე მოძრაობის კვალია დაფიქსირებული. ამჟამად მესამე პირის საცხოვრებელი ბინის დაკვირვება ხორციელდება, რომელიც მთაში მდებარეობს. მის გადაადგილებას ვარძიის მიმართულებიდან აკვირდებიან. ასევე, გზის გაკვალვას ცდილობს სოფლის საინიციატივო ჯგუფი." - აღნიშულია გავრცელებულ ინფორმაციაში.