საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ EU-მ აამოქმედა კოპერნიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სატელიტური რუკების სწრაფად შესაქმნელად, რომელიც თოვლის შედეგად მიყენებულ ზიანს შეაფასებს.
"დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოში ბევრი ადგილობრივი ძირითადი სერვისების გარეშე დატოვა, რამაც მათ მძიმე პირობები შეუქმნა. რეაგირების ჯგუფების დასახმარებლად, ევროკავშირმა აამოქმედა კოპერნიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სატელიტური რუკების სწრაფად შესაქმნელად. სატელიტური გამოსახულების და სხვა გეოსივრცითი მონაცემების გამოყენებით, კოპერნიკი დაეხმარება მათ შეაფასოს თოვლის შედეგად მიყენებული ზიანი." ნათქვამია ინფორმაციაში.