საკოორდინაციო შტაბის მტკიცებით, დამატებით 2069 აბონენტს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება და ჩოხატაურსა და ოზურგეთში წყალმომარაგების პრობლემა აღარ დგას

გამოქვეყნდა:

საკოორდინაციო შტაბის მტკიცებით, გურიის რეგიონის მოსახლეობის დიდ ნაწილს კომუნალური სერვისების მიწოდება აღუდგა და ჩოხატაურსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების პრობლემა აღარ დგას:

"სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ ინტენსიურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გურიის რეგიონის მოსახლეობის დიდ ნაწილს კომუნალური სერვისების მიწოდება აღუდგა. ელექტროენერგია დამატებით 2069 აბონენტს შეუფერხებლად მიეწოდება, რაც შეეხება მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების საკითხს, ჩოხატაურსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების პრობლემა აღარ დგას." აცხადებს შტაბი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი