სუს-ი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ვატარებთ

გამოქვეყნდა:

რა გახდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაციის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.  როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს ატყობინებენ,   გაფრენა-ჩამოფრენის ორივე დარბაზი დაცლილია. გამოგზავნილ ვიდეომასალაში ჩანს, რომ შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, განგვიცხადეს, რომ "თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სუს-ი უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ახორციელებს"

არაოფიციალური ინფორმაციით კი აეროპორტში ასაფეთქებლის არსებობის შესახებ შევიდა შეტყობინება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი