"ყველაზე მნიშვნელოვანი - ეს ჯარისკაცების სიცოცხლეა. ორივე მხრიდან ათასობით სამხედრო იღუპება და ჩვენ გვინდა ეს შევაჩეროთ...
თქვენმა სამხედროებმა გამოავლინეს წარმოუდგენელი სიმამაცე. ჩვენ მივეცით მათ მშვენიერი აღჭურვილობა, მაგრამ ამ აღჭურვილობას მართვა სჭირდება და მათ ამას მშვენივრად გაართვეს თავი. მე დიდ პატივს ვცემ თქვენს გენერლებს, სამხედროებს და პირადად თქვენ - თქვენ წარმოაჩინეთ თავები მამაც მეომრებად. თქვენ უნდა იამაყოთ მათი [თქვენი სამხედროებით]. მაგრამ ახლა დროა ეს ომი დავასრულოთ. ჩვენ გვინდა ამას წერტილი დავუსვათ".
- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინელ ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მედიასთან შეხვედრაზე.