ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში ხანძრის შედეგად მეჩეთი დაიწვა. ხანძარი მეჩეთში დღეს, 3 მარტს, საღამოს გაჩნდა. "ბათუმელების" ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. საციხურის მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა.
ფოტო: სამუფთოს ინტერნეტ ტელევიზია