კომპანია "თელასის" ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 5 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
მათი ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება თბილისის შემდეგ ქუჩებს:
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზვიად გამსახურდიას სანაპიროს, ვერეს დაღმართის და საქანელას ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ვაშლიჯვრის დასახლების, გიორგი სააკაძის მოედნის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას II კვარტლის, კოსტავას, გაგარინის, გელოვანის, გოთუას, ბუდაპეშტის, გურამ ფანჯიკიძის, ტაშკენტის, კანდელაკის, იოსებიძის, შარტავას, ბროლოსანის, საბურთალოს, ხვიჩიას და ანა კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, დიღმის მასივის I, II კვარტლების, რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) და ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.