აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ე.წ. კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დანიშნა

გამოქვეყნდა:

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ე.წ. კულტურის მინისტრად, პიანისტი ელისო ბოლქვაძე დანიშნა. ბოლქვაძე მანამდე X მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

 

"ცვლილება გვაქვს აჭარის მთავრობის სტრუქტურასა და შემადგენლობაში. მოგეხსენებათ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, არსებული განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან ცალკე ჩამოყალიბებულიყო აჭარის კულტურის სამინისტრო, რომელიც დამოუკიდებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას. აჭარას ნამდვილად აქვს უდიდესი პოტენციალი კულტურის სფეროში, შესაბამისად მიზანმიმართულად ჩავთვალეთ, რომ საჭიროა კიდევ უფრო ეფექტურად ამ სფეროს გაძლიერება... მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ ახალი სამინისტროს ხელმძღვანელი, მინისტრი - ქალბატონი ელისო ბოლქვაძე, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს". - თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი