ოლიგარქის სასამართლომ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვიქტორ მეტრეველმა გამოაცხადა.
დაცვის მხარემ ამაღლობელის გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა ოლიგარქის მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
საქმეზე მორიგი პროცესი 18 მარტს ჩაინიშნა.
მანამდე, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის კლნიკა "ვივამედშიც" ჰყავდათ გადაყვანილი. მოგვიანებით, საზოგადოების მრავალი მცდელობისა და თხოვნის შემდეგ, ჟურნალისტმა შიმშილობა შეწყვიტა და თავისივე სურვილით ის იზოლატორში დააბრუნეს.