რეჟიმის ტყვე, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანატოლი გიგაური პატიმრობაში რჩება. გიგაურს ივანიშვილის რეჟიმი "პოლიციელზე თავდასხმას" ედავება.
შემდეგი პროცესი 14 მარტს გაიმართება.
თავად გიგაური ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიცია მას თავად დაესხა თავს.
ანატოლი გიგაური გასული წლის 25 ნოემბერს დააკავეს და ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური წლების განმავლობაში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, მათ შორის საიდუმლო სამსახურში. იბრძოდა ავღანეთში. ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ ათობით სერტიფიკატისა და სიგელის ასლი წარადგინა, სადაც საუბარია მის დამსახურებებზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში.