კლინიკა "ვივა მედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა.
"მას ჩაუტარდა მაშინვე ყველა აუცილებელი კვლევა და კონსულტაციები, რაც სჭირდებოდა კონკრეტულ შემთხვევაში და მოთავსებული იქნა თერაპიულ განყოფილებაში. ლაბორატორიული შედეგებით შეიძლება ითქვას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ჩვენ ავუხსენით მოსალოდნელი გართულებების შესახებ და მაქვს კარგი ინფორმაცია, რომ სრულად გაითავისა, რაც მოჰყვება 48-დღიან შიმშილობას, მან შეწყვიტა შიმშილობა"- უთხრა ჩხაიძემ "ფორმულას".
ქათამაძე 48 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ის მკურნალობას კლინიკა "ვივა მედში" აგრძელებს.