თბილისში, ბეჟან კალანდაძის ასახვევთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც შსს-ში განგვიცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. დაზიანებულია 3 ავტომანქანაც.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ორთაჭალაში, კალანდაძის ასახვევთან ტრაქტორი დაგორდა და მანქანებს შეეჯახა. ეს ის ადგილია, სადაც 2023 წელს მსგავსი შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.