თბილისში, სუს-ის შენობიდან 500 მეტრში თაღლითური ქოლცენტრი ფუნქციონირებდა | საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიება

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ე.წ. მოდულის შენობიდან 500 მეტრში თაღლითური ქოლცენტრი ფუნქციონირებდა. გამოძიებაზე 30-ზე მეტი საერთაშორისო მედიის ჟურნალისტები მუშაობდნენ, მათ შორის: "ფლანგვის დეტექტორი", "სტუდია მონიტორი", "აი, ფაქტი".

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მხოლოდ 2022-25 წლებში თბილისის ცენტრში მდებარე ქოლ-ცენტრიდან ევროპელ და კანადელ მსხვერპლებს $35 მილიონზე მეტი მოჰპარეს. ქოლ-ცენტრებს A.K. Group-ი მართავს, რომელსაც 36 წლის მერი შოთაძე ფლობს და დაახლოებულ პირთან, აკაკი ქევხიშვილთან ერთად ხელმძღვანელობს.

გამოძიების მიხედვით, A.K. Group-ის ოფისებიდან ახალგაზრდა ქართველთა მრავალენოვანი ჯგუფი საინვესტიციო თაღლითობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწევა.

A.K. Group მოქმედებს ფარულად, არ ტოვებს კვალს ინტერნეტში და დაქირავებულ ოფისებში — თუმცა კომპანიის წვეულების ფოტოებით, რომლებმაც ონლაინ გაჟონა, ჟურნალისტებმა თაღლითების იდენტიფიცირება შეძლეს.

გამოძიების თანახმად, თბილისის ცენტრში მდებარე ოფისებიდან თაღლითებმა და დანარჩენმა პერსონალმა, რომელიც ჯამში მინიმუმ 85 ადამიანს აერთიანებდა, 2022 წლის მაისიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, მსოფლიოს 6 100-ზე მეტ მომხმარებელს 35.3 მილიონი დოლარი მოჰპარეს.

გამოძიება დაფუძნებულია შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის წყაროს მიერ მიწოდებულ მასალაზე. გამოძიებას კოორდინირება გაუწია OCCRP-მა, საერთაშორისო საგამოძიებო ჟურნალისტიკის ორგანიზაციამ.

მასალა ვრცლად ნახეთ აქ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი