იმერეთში დიდთოვლობის დროს დაკარგულ 72 წლის კოტე არველაძეს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ის დიდთოვლობის დროს სამტრედიის რაიონი სოფელ ჭაგნიდან გავიდა, შემჩნეულია სამტრედიასა და შემდეგ ხონში.
"დაიკარგა დიდთოვლობის დროს! კოტე არველაძე, 72 წლის, სამტრედიის რაიონი სოფ: ჭაგნიდან გავიდა.. აქვს მეხსიერების და მეტყველების პრობლება, ატარებს წვერს, აცვია სამხედრო ქურთუკი და ბათინკები.. შემჩნეულია ქ.სამტრედიასა და შემდეგ ქ.ხონში.. შემჩნევის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ოჯახს ნომერზე 591 048 064 ან დარეკეთ 112-ში, (არიან ჩართული ძებნაში)" - წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.