უწყვეტი პროტესტის 98-ე დღესაც რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
მოქალაქეები კვლავ ახალი არჩევნების ჩატარებას და აქციებზე უკანონოდ დაკავებულები ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ.
პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოში რეჟიმის 11 პატიმრის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.