"მზია ამაღლობელის დევნა აშკარად სადამსჯელოა... ხელისუფლებამ ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს" | CPJ

გამოქვეყნდა:

"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი" (CPJ) მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და გმობს ოლიგარქის სასამართლოს გადაწყვეტილებას, დატოვოს მზია ამაღლობელი პატიმრობაში.

"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი" (CPJ) გმობს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას მედია მენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის გაგრძელებისა და პატიმრობაში ყოფნის შესახებ, ადგილობრივ პოლიციის უფროსთან შელაპარაკების შემდეგ.

4 მარტს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, საქართველოს დასავლეთ ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა დამოუკიდებელი საინფორმაციო გამოშვებების "ნეტგაზეთის" და "ბათუმელების" დირექტორის ამაღლობელის გათავისუფლებისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდების მოხსნის შესახებ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ამაღლობელს მინიმუმ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, საქმეში, რომელიც ფართოდ განიხილება, როგორც არაპროპორციული და მისი ჟურნალისტიკის საპასუხო," - წერია განცხადებაში.

CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა გულნოზა საიდმა მზია ამაღლობელის საქმე სადამსჯელო ღონისძიებად შეაფასა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს.

"საქართველოს ხელისუფლების მიერ მედია მენეჯერის, მზია ამაღლობელის დევნა აშკარად სადამსჯელოა და მით უფრო სამარცხვინოა ჟურნალისტებზე პოლიციის სასტიკი თავდასხმების დაუსჯელობის გათვალისწინებით. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ამაღლობელი," - განაცხადა მან.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტის ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ CPJ-ს განუცხადა, რომ ამაღლობელი იმ საღამოს უკანონოდ დააკავეს პოლიციის განყოფილების კედელზე პლაკატის გაკვრისთვის, მისი მეგობრის დაკავების პროტესტის ნიშნად და რომ ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის მისი დარტყმა არ იმსახურებს სისხლისსამართლებრივ დევნას.

"ამაღლობელის საქმე საქართველოში პრესის თავისუფლების მკვეთრი ვარდნის ფონზე ხდება. ათობით ჟურნალისტი, რომლებიც აშუქებდნენ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს, ძალადობრივად შეაფერხეს ან სცემეს პოლიციელებმა," - აღნიშნულია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი