ბათუმის რაიონულ სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს. ოლიგარქის სასამართლო ადმინისტრაციული წესით საქმის წარმოებას განიხილავს.
მზია ამაღლობელს ოლიგარქის პროკურატურა 14 იანვარს, აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობაზე სტიკერის გაკვრას ედავება.
პირველად მზია ამაღლობელი სწორედ ამ მიზნით დააკავეს. მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე იცავს.
პროცეს ესწრებიან ლიეტუის ელჩი, ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები.
ცნობისთვის, დღეს დილიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების პროცესები იმართება. მანამდე, გამოცხადდა "ახლების" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კირთაძის საქმეზე გადაწყვეტილება. მას მოსამართლემ 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა.