ორთაჭალაში, კალანდაძის ასახვევთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ქალი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ორთაჭალაში, კალანდაძის ქუჩის კუთხეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს "ნიუ ჰოსპიტალში" დაუდასტურეს. დაშავებულ ქალს გუშინ ოპერაციაც ჩაუტარდა. 

ცნობისთვის, კალანდაძის ასახვევთან გუშინ, 5 მარტს, ტრაქტორი დაგორდა და სამ მანქანას შეეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი.

ცნობისთვის, ამავე ადგილზე მსგავსი შემთხვევა, 2023 წელსაც მსხვერპლით დასრულდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი