„ბოლომდე“ - ამ ლოზუნგით დღეს, 7 მარტს, უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეს თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება.
"მასობრივი პროტესტის მე-100 დღეს რუსთაველზე შევიკრიბებით ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე.
კიდევ ერთხელ მოვითხოვთ საოკუპაციო რეჟიმის გაშვებას და ყველას დავანახებთ, რომ ჩვენ არ შევეგუებით ხელისუფლების უზურპაციას და დიქტატურის დამყარებას! ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და არ დავუშვებთ ქვეყნის მომავლის მოპარვას!
მნიშვნელოვანია ბევრი ვიყოთ, ამიტომ გაავრცელეთ ინფორმაცია და ივენთზე მოიწვიეთ ყველა მეგობარი, ნაცნობი და თანამებრძოლი!" ნათქვამია განცხადებაში.
განრიგი:
თბილისი
ახმეტა
17:00 - პროტესტი: პროტესტის 100 დღე - მერიასთან
გორი
17:00 - გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები! - საკრებულოს წინ
ახალციხე
18:00 - პროტესტი - შოთა რუსთაველის ძეგლთან
ბათუმი
19:00 - სამშობლოს სამსახურში! - საკონსტიტუციო სასამართლოსთან
ზუგდიდი
18:00 - ბრძოლა გამარჯვებამდე - სამხარეო ადმინისტრაციის წინ
თელავი
18:00 - უწყვეტი პროტესტი თელავში - მერიის წინ
ქუთაისი
18:00 - აქ საქართველო იბრძვის! უწყვეტი პროტესტის 100 დღე! - მერიის წინ
ჩხოროწყუ
20:00 - გაბედე პროტესტი ყოველდღე! - მერიის წინ