"გამიშვეს, იმიტომ რომ არასდროს ვყოფილვარ ბრმა უსამართლობის მიმართ" | თბილისის მერიის თანამშრომელი

გამოქვეყნდა:

"გამიშვეს იმიტომ რომ არასდროს ვყოფილვარ ბრმა უსამართლობის მიმართ," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის მერიის თანამშრომელი, მარიამ კანდელაკი წერს

მარიამ კანდელაკი წერს, რომ მას სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად შტატის შემცირება დაუსახელეს. 

"გამათავისულფლეს დაკავებული თანამდებობიდან. 4 შვილის დედა რომლის ერთადერთი შემოსავალი ხელფასი იყო. რა უნდა დაწერო ადამიანმა, როცა არაფერი ადამიანური აღარ დარჩა ამ ქვეყანაში. 8 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც ვიმუშავე 4 სხვადასხვა სერვისცენტრში აღმოჩნდა, რომ შტატი შემიმცირეს. გამაკვირვა თუ არა ამ ფაქტმა. რა თქმა უნდა არა. რატო გამიშვეს?! გამიშვეს იმიტომ რომ არასდროს ვყოფილვარ ბრმა უსამართლობის მიმართ.  არასდროს ყოფილა სხვისი ჭირი ჩემთვის ჩხირი. გამიშვეს კონსტიტუციის 78 მუხლის დაცვის მოთხოვნისთვის. გამიშვეს ქვეყნის სიყვარულისთვის. გამიშვეს ჩემი შვილების ნათელი მომავლისთვის. გამიშვეს იმისთვის რომ უკეთესი საქართველოსთვის ვიბრძვი გავიმარჯვებთ სახელოვნად!!!ბოლომდე ვიბრძოლებ ამ ქვეყნის გადასარჩენად. ვერ მაიძულებ გაჩერებას არ დავიღლები ამ ბრძოლაში. მიყვარხართ, ყველა", - წერს მარიამ კანდელაკი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი