"ირაკლი კუპრაძე, ბექა ბერიძიშვილი, ჯუბა ლოლაძე, ოთო ფარულავა - ეს ხალხი დააკავეს სრულიად გაუგებარი მიზეზით" | ნაცვლიშვილი

გამოქვეყნდა:

აქტივისტი ლუკა ნაცვლიშვილი წერს, რომ ოლიგარქის პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა, მათ შორის "ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე.

"ირაკლი კუპრაძე, ბექა ბერიძიშვილი, ჯუბა ლოლაძე, ოთო ფარულავა - ეს ხალხი დააკავეს სრულიად გაუგებარი მიზეზით, სამარცხვინოები ხართ და არ შეგრჩებათ! გამაგრდით ძმებო", - წერს აქტივისტი ლუკა ნაცვლიშვილი.

მანამდე, "ლელოს" წევრმა, ოთო ფარულავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჰყვება, რომ აქციიდან წამოვიდნენ მანქანით და გზაში პატრულმა, ვარაზის ხევზე "გაუგებარი მიზეზით" გააჩერა. ვიდეოშივე დაკავების ფაქტიც ჩანს. ფარულავა ვიდეოში ამბობს, რომ "გადაჰყავთ, თუმცა არ იცის სად".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი