გორთან, მთის ფერდობზე ხანძარია. ინფორმაციას ადგილობრივი "ქართლის ამბები" ავრცელებს. მათი ცნობით, ხანძარი სოფელ ხიდისთავის სასაფლაოს სიახლოვიდან იწყება. ცეცხლი ხე-ბუჩქნარს მოედო. მათივე ინფორმაციით, ამ ტერიტორიასთან კერძო კომპანიის კაკლის ბაღებია.