სიღარიბე, უმუშევრობა, მოსახლეობის შემცირება, სოციალურად დაუცველები | რას გვეუბნება სტატისტიკა გურიასა და იმერეთზე?

გამოქვეყნდა:

სტატისტიკური მონაცემები გვაჩვენებს, რომ იმერეთი და გურია სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობას განიცდის - მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საარსებო შემწეობაზეა დამოკიდებული, უმუშევრობის დონე მაღალია, ხოლო საშუალო ხელფასი - დაბალი - წერს ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" და აღნიშნავს, რომ თებერვლის ბოლოს დასავლეთ საქართველოს რეგიონებში დიდთოვლობამ მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა და სიღარიბემ ისინი ორმაგად მოწყვლად მდგომარეობაში ჩააყენა.

SJC - სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ 2020-2024 წლებში იმერეთის მოსახლეობა 9.2%-ით, ხოლო გურიის მოსახლეობა - 5.8%-ით შემცირდა.

სტატისტიკა დეტალურად: 

უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში: გურიაში მოსახლეობა 13.1%-ით შემცირდა; იმერეთში - 22,2%-ით;

ყველაზე დიდი კლება აღინიშნება იმერეთის მუნიციპალიტეტებში:

წყალტუბო -34,2%; ტყიბული -32,4%; ბაღდათი -31,4%;

2023 წლისთვის საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი  1766.8 ლარი იყო;
გურიაში საშუალო თვიური ხელფასი - 991.4 ლარი. ამ მაჩვენებლით იგი საქართველოს რეგიონებში ბოლოს წინა ადგილს იკავებს;

იმერეთში საშუალო თვიური ხელფასი 1134 ლარი იყო, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 633 ლარით ჩამორჩება. 

იმერეთში უმუშევრობის დონე 20%-ია, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უმუშევრობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;

გურიაში უმუშევრობის დონე 16,1%-ია. [2023 წლის მონაცემები]

გურიის მოსახლეობის 55,9% ხოლო, იმერეთის მოსახლეობის 41,2% სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული და სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას ითხოვს. 

მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია:

  • ხარაგაულში - 70.4%
  • ჩოხატაურში - 69,5%
  • ხონში - 61,9%
  • ვანში - 61,3%
  • ჭიათურაში - 60,6%

გურიის მოსახლეობის 26,7% და იმერეთის მოსახლეობის 19% საარსებო შემწეობის მიმღებია.

საარსებო შემწეობის მიმღებთა განსაკუთრებით დიდი წილი შემდეგ მუნიციპალიტეტებშია:

  • ხარაგაული  - 40,8%
  • ჭიათურა - 33,6%
  • ჩოხატაური - 31,4%
     
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი