ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბერლინში დაპატიმრებული ჟურნალისტი ქალების სოლიდარობის აქცია გაიმართა, სადაც მზია ამაღლობელის ფოტოებიც მიიტანეს.
აქციაზე მზიას ფოტოთი იმყოფებოდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი:
8 მარტს ვულოცავ ყველა ქალს, ვინც ითხოვს საკუთარი და შვილების უფლებებს, და ვინც გულგრილი არ არის ქვეყნის მომავლის მიმართ. მოვითხოვთ ჩვენი 8 გმირი ქალის ჟურნალისტის თავისუფლებას, რომლებიც უშიშრად ამხელენ რეჟიმების უკანონობას." წერს მუხთარლი.