“ქალები იბრძვიან, ზრუნავენ, თანაუგრძნობენ, აპროტესტებენ და არ უშინდებიან დაბრკოლებებს” | ქალების მარში ქუთაისში

გამოქვეყნდა:

ქუთაისში ქალების მარში  გაიმართა.

ქალები თავდაპირველად სიმბოლურად წმინდა ნინოს სახელობის მესამე საჯარო სკოლასთან შეიკრიბნენ, რომელიც დაარსებისას ქალთა სასწავლებელი იყო. შემდეგ კი  ქალაქის ქუჩებში შეძახილებით მსვლელობა მოაწყვეს და გამვლელებს  შეერთებისკენ მოუწოდებდნენ.

 “ქალები იბრძვიან, ზრუნავენ, ხმაურობენ, იცავენ, თანაუგრძნობენ, აპროტესტებენ და არ უშინდებიან დაბრკოლებებს”, – ამბობენ ქუთაისელი ქალები.

აქციის მონაწილეებმა ასევე, განაცხადეს, რომ სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ  რეჟიმის ტყვე ქალს, მზია ამაღლობელს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი