"დღეს ბორიას რეჟიმმა ჩემზე დევნაში გამოიყენა 8 მანქანა და 21 კაცი" | სავარაუდო თვალთვალი ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეზე

გამოქვეყნდა:

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე სავარაუდოდ, მასზე განხორციელებული თვალთვალის ვიდეოებს ავრცელებს, სადაც რამდენიმე პირი ჩანს. კადრებში ისმის ჩიკვაიძის ხმა - "რატომ დამდევთ?" - რაზეც ერთ-ერთი პირი პასუხობს, რომ "თავის საქმეზეა", ხოლო დანარჩენი ორი მანქანაში ზის და მას შემდეგ, რაც ჩიკვაიძე იგივე კითხვით მათთან მიდის, ადგილს დაუყოვნებლივ ტოვებს: 

"მოკლედ მეგობრებო გიზიარებთ ღამის ნადირობის შედეგებს, სადაც საქართველოს "მაღალინტელექტუალური სამართალდამცავები" არიან მსხვერპლის როლში! დღეს ბორიას რეჟიმმა ჩემზე დევნაში გამოიყენა 8 მანქანა და 21 კაცი, ეს რისი იდენტიფიცირებაც შევძელი! ვვარაუდობ შემდეგი დღეები უფრო შთამბეჭდავი იქნება. ისე სიმართლე გითხრათ სანამ ქოცი ვიყავი, განსხვავებით პროკურატურისგან, თქვენ ბოსებო გრიგოლ და ვახტანგ  ცოტა "დასტოინ" ტიპებად მიმაჩნდით, ფაქტია ამ უმწეოების შემხედვარე მაშინაც ვცდებოდი
P.s. ნადირობის ლოკაციები ვერაზე ჩემ მშობლებთან და დიღომში." წერს ბიზნესმენი სოციალურ ქსელში

 იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი