ბელიაშვილზე, სავარაუდოდ, რესტორნიდან გასროლილი ტყვია კორპუსში შევარდა | ადგილობრივის ცნობით, დაცხრილულია მე -16 და მე -14 სართული

გამოქვეყნდა:

ბელიაშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ, რესტორნიდან გასროლილი ტყვია მოპირდაპირედ მდებარე კორპუსში, რამდენიმე საცხოვრებელ სახლში შევარდა:

9 მარტს საღამოს 11 ის ნახევარზე ბელიაშვილის 68 ნომერში იყო საშინელი სროლის ხმა,რესტორნიდან გასროლილი ტყვია საცხოვრებელ კორპუსში შემოვარდა - ინფორმაციას და ფოტომასალას ამის შესახებ "მთავარი არხის" ვებგვერდს ერთ-ერთი ადგილობრივი აწვდის. 

მისივე ცნობით, დაცხრილულია მე-16 და მე -14 სართული.

სახლში მცხოვრები კიდევ ერთი მოქალაქე კი "ფორმულასთან" საუბარში ამბობს, რომ ხუთჯერ გაისროლეს. მისივე თქმით, ადგილზე მისულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

"დაახლოებით ერთი საათის წინ გავიგეთ ხუთჯერ გასროლის ხმა. ჩვენ ვცხოვრობთ ბელიაშვილზე, წისქვილის, თეატრის რესტორნების პირდაპირ. ვცხოვრობთ მე-16 სართულზე. სამზარეულოში მოხვდა ტყვია და ჩვენ მისაღებში ვიყავით. თავიდან ფეიერვერკის ხმა გვეგონა, მაგრამ მეხუთე გასროლის ხმა არ იყო, საშინელი მსხვრევის ხმა იყო"- აღნიშნა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი