თეატრალური: რექტორის მიერ ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული, შეუძლიათ გაასაჩივრონ

გამოქვეყნდა:

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი პროტესტის მონაწილე სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით აცხადებს: 

"ეთიკის კომისიის მიერ 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილების მიმართ  საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროდ ვთვლით განვმარტოთ: 
რექტორის მიერ ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ  არ არის გამოცემული. 
სტუდენტებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება და წერილობით მიმართონ რექტორს,  სამი სამუშაო დღის განმავლობაში. 
რექტორს აქვს ერთი თვის ვადა  თითოეული სტუდენტის საქმის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად." აცხადებს თეატრალური

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს, სტატუსი შეუწყვიტეს. სტუდენტებმა ადმინისტრაციისგან შესაბამისი ცნობა მეილზე მიიღეს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი