მოსკოვის ოლქსა და მოსკოვს უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს

გამოქვეყნდა:

მოსკოვის ოლქს უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს. რეგიონის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის თქმით, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა ერთ-ერთ დასახლებაში. საჭირო გახდა ადგილობრივების ევაკუაციაც.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის მტკიცებით კი, ჩამოაგდეს 69 დრონი, რომელთა ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილას დაზიანდა ტერიტორია.

კერძოდ, რუსეთის მტკიცებით, თვითმფრინავის ნამსხვრევები მოსკოვში, დომოდედოვოს ქუჩაზე, დომოდედოვოს რკინიგზის სადგურის მიდამოებში, ქალაქ დომოდედოვოს ავტოსადგომზე, ქალაქ ვიდნოეს საცხოვრებელ კორპუსებსა და რამენსკოეში, მრავალსართულიან შენობას მოხვდა.

განახლება: რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში, დაშავდა 18 და დაიღუპა 2 ადამიანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი