"შაბათს ლიდერებს შევხვდები შემდგომი ნაბიჯების განსახილველად. მზად ვართ, უკრაინას დავეხმაროთ ომის დასრულებაში სამართლიანი გზით" | ბრიტანეთის პრემიერი

გამოქვეყნდა:

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, შაბათს, 15 მარტს ლიდერებს შეხვდება, რათა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯები განიხილონ.

"შაბათს ლიდერებს შევხვდები შემდგომი ნაბიჯების განსახილველად. მზად ვართ, უკრაინას დავეხმაროთ ამ ომის დასრულებაში სამართლიანი და პერმანენტული გზით, რაც მას საშუალებას მისცემს, თავისუფლებით ისიამოვნოს", – წერია სტარმერის განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, სტარმერმა, აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებს "შესანიშნავი გარღვევა" უწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი