ჩუმათელეთი-ხევის გზაზე, 11-13 მარტს, 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, გარკვეული ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11-13 მარტს, ჩუმათელეთი-ხევის გზაზე დაზიანებული მონაკვეთების შეკეთების სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 07:00-დან 19:00 საათამდე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

"ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დააზიანა გზის საფარი.

ჩუმათელეთი-ხევის საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთების სამუშაოები 11-13 მარტს ჩატარდება.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამუშაოების წარმოების გამო, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შეფერხებით," - წერია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი