ოკუპანტებმა სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ საქართვლოს 3 მოქალაქე გაიტაცეს, მათგან 2 ისევ უკანონო პატიმრობაში რჩება

გამოქვეყნდა:

ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათგან ერთი 11 მარტს უკვე გათავისუფლდა და სახელმწიფოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, ხოლო 2 კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება.

მომხდართან დაკავშირებით ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვბლო მისიის ცხელი ხაზი.

"ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - წერია ინფორმაციაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი