თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მდებარე "ღვინის ქარხანაში" ხანძარია

გამოქვეყნდა:

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მდებარე "ღვინის ქარხანაში" ხანძარია. განძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. 

როგორც "მთავარი არხის" ვებ-გვერდს ადგილობრივებ ეუბნებიან, ადგილზე დიდი რაოდენობით სახანძრო მანქანაა მობილიზებული. ცნობილი ხდება, რომ მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიაც არ მიეწოდება. 

როგორც "მთავარი არხის" ვებ-გვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი "ღვინის ქარხანაში" არსებულ ერთ-ერთი რესტორნის სახურავზე გაჩნდა. მათივე ცნობით, ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი