"მოგესალმებით კიდევ ერთხელ სუყველას. ძალიან საშინელი ფაქტის წინაშე ვდგავართ დღეს. პატივცემულო მოსამართლე, მე ვერ დავინახე ვერანაირი ბრალეულობა ჩემს ქმედებაში და ვერ წარმოადგინა ჩვენმა ბრალდების მხარემ ვერანაირი კონკრეტული მტკიცებულება. მე რა კავშირი მაქვს საერთოდ ამ ადამიანებთან, რა ქმედება ჩავიდინე მე, რა გავაფუჭე და რა დავაზიანე გარდა იმ უკანონოდ მოპოვებული რაღაცა სულელური, მუხანათურად შეთხზული ამ ვიდეოჩანაწერისა. ამიტომ, მიჩნდება განცდა, რომ ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა ჩემზე პირადად და ყველა იმ ახალგაზრდაზე, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვიან და აბსოლუტურად დავკარგე ყველანაირი რწმენა და შთაბეჭდილება დღევანდელ სასამართლოზე. დღეს სასამართლო არის აბსოლუტურად ყოველგვარ სამართალს მოკლებული ეს არის მიკერძოებული სასამართლო რომელიც ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი კაცის დავალებას... თუკი მე მომესჯება სასჯელი, მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ , ბატონო მოსამართლე, როდესაც საქართველოს თავდადებულ ადამიანებს, რომელსაც 20 წელი ბრძოლაში აქვს გამოცდილება , ასეთ ადამიანებს უკანონოდ ვასამართლებთ, გაუჩნდება რომელიმე ახალგაზრდას კიდევ იმის სურვილი, რომ თავისი სამშობლო დაიცვას და თავისი სამშობლოსთვის იბრძოლოს? არა მგონია.
...ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ოქროს თაობა გვყავს, ასეთი ღიმილის ბიჭები გვყავს და ჩვენ, იმის მაგივრად, რომ ასეთ თაობას ვუფრთხილდებოდეთ, მათ ამათ მომავალს ვუნადგურებთ. თქვენც ხომ გყავთ შვილები, ბატონო მოსამართლევ, თქვენც ხომ გყავთ შვილები, ბატონო პროკურორებო. მოდი, ჩავიხედოთ ჩვენს გულებში, თქვენ ხომ კარგად იცით, რომ მე უდანაშაულო ვარ. ეს ხომ მშვენივრად იცით... როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩებით, თქვენს სულში ჩაიხედეთ, თქვენს ნამუსში ჩაიხედეთ და ისე მიიღეთ
გადაწყვეტილება, რომ სამომავლოდ თქვენმა შვილებმა არ იფიქრონ და არ გითხრან, ეს რა გააკეთე მამაო. მე ამ უსამართლობას შევაკვდები და ღიმილით მოვკვდები, თუ გინდათ, მაწამონ, მე ამ უსამართლობას არ შევეგუები და მე მათ ვაჩვენებ ისეთ თავდადებას და ისეთ თავგანწირვას, რომ ჯერ არავის არ უნახავს.ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, ბატონო მოსამართლევ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, კიდევ გთხოვთ, ჩაიხედეთ თქვენს გულში, პატივი ეცით თქვენს მანტიას და სძლიეთ ამ ყველაფერს, რომ თქვენმა შვილებმა არ იცხოვრონ სირცხვილში. დღეს ახალი ისტორია იწერება, ახალი საქართველო იბადება - ხომ ყველას გვინდა სამართლიანი სამშობლო გვქონდეს? მე არ მინდა, რომ ჩემს შვილებს მოუწიოთ კიდევ ომში ყოფნა, 5 შვილის მამა ვარ, ბატონო მოსამართლევ. მცირეწლოვანი მყავს 7 წლის და ბავშვი არის განადგურებული ისე ვენატრები. იმასაც მეომრად ვზრდი მე, ჩემი სამშობლოსთვის ვზრდი... არ მინდა, მათ მოუწიოთ კიდევ უსამართლო საქართველოში ცხოვრება. ქართველი ხალხი იმსახურებს ძალიან კარგ საქართველოს და ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ეს... მსხვერპლად შევეწირები ბიძინა ივანიშვილს, დაანებოს თავი ამ ბავშვებს. ერთი მსხვერპლშეწირვა არ ეყოფა? მზად ვარ, მთელი სიცოცხლე გავიღო, როგორც გინდათ, ისე მაწამეთ, დაანებეთ ამ ახალგაზრდებს თავი და საერთოდ, გაეშვას საქართველოს"
- ამის შესახებ რეჟიმის პატიმარმა, ვეფხია კასრაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.